შეხვედრა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან (ვიდეო)

შეხვედრა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან (ვიდეო)

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ირაკლი ალასანია შეიარაღების გენერალურ დირექტორატში იმყოფებოდა.

თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან. ირაკლი ალასანია საფრანგეთის წამყვანი სამხედრო-ინდუსტრიული კომპანიების მიღწევებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრს კომპანიების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარუდგინეს. მხარეებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში მომავალი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს.
„საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა მათთან თანამშრომლობა, ერთობლივ პროექტებზე საუბარი. დღეს შევხვდით ჩვენთვის საინტერესო, პრაქტიკულად ყველა სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენელს და დავსახეთ თანამშრომლობის გზები“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

საფრანეგთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან გამართავს შეხვედრას. მინისტრები სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ავღანეთის საერთაშორისო მისიას, ასევე, ვილნიუსისა და 2014 წლის ნატოს სამიტებს.