„დასავლეთის ის წრეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სურთ მისი მეშვეობით ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია“

„დასავლეთის ის წრეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სურთ მისი მეშვეობით ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია“

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, ევროპარლამენტარების გარკვეული ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადასცემს. აღნიშნულს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში, ზურაბიშვილზე ზეწოლის მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ წინასაარჩევნოდ ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გამოშვება იქნება მხარეებს შორის დაპირისპირების არა თუ შემცირება, არამედ გაღრმავება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, მთავარი საკითხი არის ის, სალომე ზურაბიშვილი გადადგამს თუ არა მსგავს ნაბიჯს, რადგან მან უკეთ იცის ქვეყანაში არსებული ვითარება. ძაბირაძის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალება პოლიტიკურად მეტად ხელსაყრელი „ქართული ოცნებისთვის“ იქნება, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის.“

„არ გამოვრიცხავ, რომ ევროპარლამენტარების გარკვეულმა ჯგუფმა ასეთი განცხადება გააკეთოს. არაერთი განცხადება მოგვისმენია დასავლელი ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც მოითხოვენ სააკაშვილის შეწყალებას, სამკურნალოდ გადაყვანას და აშ. ასე რომ, ეს განცხადება გასაკვირი არ არის. თუმცა, მეორე საკითხია რამდენად გაითვალისწინებს ამ მოთხოვნას სალომე ზურაბიშვილი. არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან მან გაცილებით უკეთ იცის ქვეყანაში არსებული ვითარება, ვიდრე იმათმა, ვინც სააკაშვილის შეწყალებას ითხოვენ და ჰგონიათ, რომ ამით დიდ საქმეს გააკეთებენ - ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, ევროპული, დემოკრატიული სტანდარტების აგებას და სხვა, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ხელისუფლების ცვლილებას.

მე პირიქით მგონია: სააკაშვილის შეწყალება, ამ ეტაპზე, ამ ვითარებაში, რა ვითარებაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“. ამჯერად, სააკაშვილის მიმართ არის სრულიად საფუძვლიანი პრეტენზია და მმართველი პოლიტიკური ძალა ამას ბრწყინვალედ იყენებს, რომ ამომრჩეველი კიდევ ერთხელ შეაშინოს, სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით და მიიმხროს ის ამომრჩეველი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ მხარს არ უჭერს.

„ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ სააკაშვილს თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, სხვა მუხლით აღძრავენ საქმეს და ისევ დააპატიმრებენ, მაგრამ ეს პარტია იბრძვის ამომრჩევლისთვის, რომელიც სააკაშვილს უჭერს მხარს. თუ სააკაშვილს პრეზიდენტი შეიწყალებს და ისევ დააპატიმრებენ, პიარისთვის გამოიყენებენ. პოლიტიკურ ასპარეზზე სააკაშვილის გამოსვლას ხელისუფლება უკეთ გამოიყენებს, ვიდრე ოპოზიცია, ეს ძალიან ცალსახაა და ამას ამტკიცებს ეს 12 წელიწადი, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ გამორიცხული არ არის პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს, თუმცა მისი საბოლოოდ გათავისუფლება რთული საკითხი იქნება. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ ის ევროპარლამენტარები, რომლებსაც საქართველოში ვითარების არევა და ქვეყნის ომში ჩართვა სურთ.

„ზურაბიშვილი არის გამოკვეთილი გავლენის აგენტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოქმედებს საქართველოს მოსახლეობის საწინააღმდეგოდ და მტრების სასარგებლოდ. რაც შეეხება გარკვეულ ევროპარლამენტარებს, ისინი არიან სააკაშვილის ლობისტები, ანუ ფულით მოსყიდულები. ამიტომაც, ყველაფერია მოსალოდნელი.

ვიმედოვნებ, რომ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა ასეთი მარტივი არ იქნება, რადგან მის საქმეებზე სასამართლო განაჩენი არ დამდგარა. შესაბამისად, თუკი პრეზიდენტი მას შეიწყალებს, უკან შეაბრუნებენ ციხეში.

დასავლეთის გარკვეული წრეები აქ მომზადებული არიან იმისთვის, რომ მოხდეს დესტაბილიზაცია. მათ სურთ საქართველოს ხელისუფლება ძალადობრივი გზით შეიცვალოს და მოიყვანონ მათი ძალები, რომ შემდეგ საქართველო ჩართონ იმ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის. სააკაშვილი შემოაგზავნეს იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინა ვითარების დესტაბილიზაცია. გლობალური ომის პარტიის წევრებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო საქართველოში.

დასავლეთის ის წრეები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, ფეხქვეშ თელავენ სახელმწიფო სუვერენიტეტს და ისინი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები. მათ სურთ სააკაშვილის მეშვეობით ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა მიუნხენის კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. სამხარაძის განცხადებით, ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი.

„პრეზიდენტი, რომელიც კიდევ ერთხელ, მთავრობის დაუკითხავად გაემგზავრა კონფერენციაზე, სამწუხაროდ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთ პანელზე პირდაპირ მიუთითეს, რომ მან უნდა შეიწყალოს სააკაშვილი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ახალი, ძალიან დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ევროპარლამენტში ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი თუ ცუდად ნაცნობი ევროპარლამენტარები აგროვებენ ხელმოწერებს, რომ ზურაბიშვილს სთხოვონ სააკაშვილის შეწყალება და ამ ფაქტს უკავშირებენ ნავალნის სამწუხარო გარდაცვალების ფაქტს და სურთ, რომ პარალელები გაავლონ. ისევ ამოქმედებულია ის ძველი ლობისტური ხაზები, რომლის შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ აიძულონ თუ ზეწოლა განახორციელონ ზურაბიშვილზე, რომ მან შეიწყალოს პრეზიდენტი. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის ერთი დიდი კამპანია,“- განაცხადა სამხარაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

trampi აბა მამი ზღვაააა?
ზუსტად ამ სტილში------------------------------- ნეტავ რად უნდათ ნაცების მობრუნებააა?/

,,მეგობრი და დემოკრატიული დასავლეთი.,,
ისემც იმათი კლეთილები ქუნემ რაც ეგენი ჩვენი მეგობრები არ არიან და არც მიუთუმეტეს დემოკრატები
აგე ბლინკენმა---- არ დედა თქვათ და არც მამაო ----არც დაა და არც ძმააო ----- უნდა თქვათ პიდარასტიო
2 თვის უკან