მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 25-ე ტურში ქულები დაკარგა, რითაც „ჟირონას“ ჩამორჩენის შემცირების შანსი მისცა.
კარლო ანჩელოტის გუნდი „რაიო ვალეკანოსთან“ დერბიში ძალიან სწრაფად დაწინაურდა, მესამე წუთზე ხოსელუს გოლით, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. 27-ე წუთზე რაულ დე ტომასმა პენალტით გაათანაბრა და როგორც მერე გაირკვა, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 1:1.
„სამეფო კლუბმა“ თამაში 10 კაცით დაასრულა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანი კარვახალმა ორჯერ მოასწრო ყვითელი ბარათის მიღება.
„რეალი“ 62 ქულით ლიდერია და 6 ქულით უსწრებს „ჟირონას“, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. ანჩელოტის გუნდი მომდევნო ტურში 25 თებერვალს, „სევილიას“ უმასპინძლებს.