კიტეიშვილი:

კიტეიშვილი: "კლუბთან ვსაუბრობ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება მომავალში"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ბრატისლავის „სლოვანთან“ მატჩის (4:1) შემდეგ ისაუბრა. მან კომენტარი თამაშის გარდა, კონტრაქტის საკითხზეც გააკეთა.

„ვესაუბრებით კლუბს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება მომავალში.

გოლის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნა ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა, ისინი დიდებულები არიან. გუნდსა და ფანებს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა. გოლი ყოველთვის ემოციურია, განსაკუთრებით ეს, რადგან მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ, გვქონდა რამდენიმე მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში ორზე მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.

გვქონდა რიცხობრივი უპირატესობაც, ეს 10-15 წუთი უნდა გამოგვეყენებინა კიდევ ერთი გოლის გასატანად, რაც მოვახერხეთ და ესეც კარგია, რომ ორი გოლით მოიგებ თუ სამით, დიდი სხვაობაა. ბრატისლავაში ჯერ კიდევ გველოდება საპასუხო მატჩი, მზად უნდა ვიყოთ რთული ბრძოლისთვის და დავამტკიცოთ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას ვიმსახურებთ”, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს „შტურმის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მას ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.