მბაპემ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

მბაპემ პსჟ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

კილიან მბაპე სეზონის ბოლოს „პარი სენ-ჟერმენს“ დატოვებს. The Athletic-ის ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მბაპემ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის უკვე აცნობა და ზაფხულში პარიზულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება.

კილიან მბაპემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო, 2017 წლიდან კი „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 290 მატჩში 243 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.