მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელს ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამსტერდამის სასამართლომ მოსკოვის „სპარტაკის“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ქვინსი პრომესი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - წერს De Telegraaf.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრომესს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა დიდი ოდენობით (1370 კგ) კოკაინის კონტრაბანდაში მონაწილეობისთვის. ეს ვადა ფეხბურთელისთვის ნიდერლანდების პროკურატურამ სასამართლო სხდომაზე მოითხოვა.

სასამართლოს თანახმად, პრომსმა „გადამწყვეტი როლი“ ითამაშა კოკაინის ორი ტვირთის კონტრაბანდაში, რომელიც ანტვერპენის პორტში 2020 წლის იანვარში ჩავიდა. თავად ქვინსი სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, ნიდერლანდების პროკურატურამ მისი ექსტრადიციის უფლება ვერ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა „სპარტაკის“ შემადგენლობაში 21 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც რვა ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.