„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელიც ამ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს, მშენებლობაში ჩართვას გეგმავს, იუწყება Daily Express.
წყაროს ცნობით, კლოპი ორ ახალ ობიექტს აშენებს, რომელთაგან ერთ-ერთი მის სამშობლოში, ვისბადენშია, მაიცთან ახლოს. იურგენი ასევე აშენებს სახლს მალიორკაში, რადგან ბელეარის კუნძულები მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილია.
გერმანიაში სახლი შენდება იმისთვის, რომ კლოპი და მისი მეუღლე ულა უფრო ხშირად იყვნენ ოჯახთან ახლოს, ისინი ახლახანს პირველად გახდნენ ბებია და ბაბუა. 2022 წლის ივნისში კლოპმა ძვირადღირებული უძრავი ქონებისთვის 3,4 მილიონი გირვანქა გადაიხადა და ის შვეიცარიელი ბიზნესმენისა და მხატვრის როლფ კნიისგან შეიძინა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ის ლივერპულში მუშაობდა, აქამდე მისი მეუღლე იყო პასუხისმგებელი მშენებლობის ორგანიზებაზე.
კლოპმა ოჯახს შეატყობინა, რომ სამწვრთნელო შესვენების დროს სურდა თავად აეღო პასუხისმგებლობა მშენებლობაზე, რადგან პროცესი გრაფიკს ჩამორჩებოდა. შენობის გეგმები მოიცავს სარწყავი სისტემას, ასევე მრავალმილიონიან თანამედროვე ბაღს.