კოტდივუარის ნაკრებმა კვირას აბიჯანში აფრიკის თასის ფინალურ მატჩში ნიგერია 2:1 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა.
საინტერესოა, რომ კოდივუარი ისტორიაში პირველი ნაკრებია, რომელსაც ტურნირის მიმდინარებისას მწვრთნელი შეეცვალა და ჩემპიონი გახდა.
„სპილოებმა“ ტურნირი ჟან-ლუი გასეს ხელმძღვანელობით დაიწყეს, რომელიც ჯგუფური ეტაპის შემდეგ გაათავისუფლეს: გუნდმა A ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, 1 მატჩი მოიგო და 2 მარცხი განიცადა. გასეს დათხოვნის შემდეგ, ივუარელებს ემერს ფაე ხელმძღვანელობდა.
კოტდივუარის ნაკრებმა ისტორიაში მესამედ მოიგო აფრიკის თასი - მანამდე გუნდმა ეს 1992 და 2015 წლებში მოახერხა.