მიუნხენის „ბაიერნში“ მთავარი მწვრთნელით, თომას ტუხელით უკმაყოფილონი არიან და მისი მომავალი ზაფხულში გადაიხედება.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერზე წერს, რომ გერმანული კლუბი ამ ეტაპზე მწვრთნელის გამოცვლას არ გეგმავს, თუმცა განიხილავს მისი სავარაუდო შემცვლელის ვარიანტებს იმ შემთხვევისთვის, თუკი სიტუაცია არ გამოსწორდება.
რომანოს თქმით განიხილება ჩაბი ალონსოს ვარიანტი, რომელსაც „ბაიერნის“ ხელმძღვანელობაში მრავლად ყავს დამფასებლები.
გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ბაიერნი“ სწორედ ალონსოს „ლევერკუზენთან“ 0:3 დამარცხდა და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩა.