იტალიელი ფეხბურთელი მარიო ბალოტელი „ვერონასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გოლზე, ისე არდანიშნულ პენალტზე.
„აბსურდია, რომ კვარაცხელიაზე პენალტი არ დაინიშნა. კომენტარის გაკეთებას აზრიც აღარ აქვს, მაგრამ რას აკეთებენ ისინი VAR-ზე? საკმარისია, სიგიჟეა, ასე ვერ გაგრძელდება. გოლი? ნამდვილად ფენომენალური გოლი იყო, მას კარისკენ საერთოდ არ გაუხედავს და ამიტომ უფრო ლამაზია“, - თქვა ბალოტელიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 11 თებერვალს, სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.