ერთა ლიგის წილისყრა: საქართველო B დივიზიონის მეოთხე კალათაშია

ერთა ლიგის წილისყრა: საქართველო B დივიზიონის მეოთხე კალათაშია

8 თებერვალს, პარიზში, თბილისის დროით 21:00 საათზე უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება.

საქართველოს ნაკრებმა წინა ორ სეზონში ორჯერვე მოახერხა დაწინაურება, ჯერ D დივიზიონიდან C დივიზიონში აღზევდა, შემდეგ C დივიზიონიდანაც დაწინაურდა და შესაბამისად, ამჯერად B დივიზიონში ითამაშებს, სადაც ცხადია, საკმაოდ ძლიერი ნაკრებები არიან, მათ შორის, თვით ინგლისის ნაკრებიც.

წილისყრის წინ ოთხივე დივიზიონის ნაკრებები ოთხ კალათაში განაწილდნენ. საქართველოს ნაკრები B დივიზიონის მეოთხე კალათაშია საბერძნეთთან, თურქეთსა და ყაზახეთთან ერთად, შესაბამისად, ჯგუფში მათთან ერთად ვერ მოხვდება.

ვილი სანიოლის გუნდის მეტოქეები ჯგუფში იქნებიან პირველი კალათიდან ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი ან უელსი, მეორე კალათიდან ფინეთი, უკრაინა, ისლანდია ან ნორვეგია, ხოლო მესამე კალათიდან სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი ან მონტენეგრო.

ოთხივე დივიზიონის კალათები შემდეგნაირადაა განაწილებული:

A დივიზიონი

პირველი კალათა: ესპანეთი, ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები

მეორე კალათა: დანია, პორტუგალია, ბელგია, უნგრეთი

მესამე კალათა: შვეიცარია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი

მეოთხე კალათა: ისრაელი, ბოსნია, სერბეთი, შოტლანდია

B დივიზიონი

პირველი კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

მეორე კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია

მესამე კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო

მეოთხე კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონი

პირველი კალათა: რუმინეთი, შვედეთი, სომხეთი, ლუქსემბურგი

მეორე კალათა: აზერბაიჯანი, კოსოვო, ბულგარეთი, ფარერები

მესამე კალათა: ჩრდ. მაკედონია, სლოვაკეთი, ჩრდ. ირლანდია, კვიპროსი

მეოთხე კალათა: ბელარუსი, ლიეტუვა/გიბრალტარი, ესტონეთი, ლატვია

D დივიზიონი

პირველი კალათა: ლიეტუვა/გიბრალტარი, მოლდოვა

მეორე კალათა: მალტა, ანდორა, სან მარინო, ლიხტანშტაინი

ერთა ლიგის 2024 წლის სეზონის განრიგი

პირველი ტური: 5-7 სექტემბერი, 2024 წელი

მეორე ტური: 8-10 სექტემბერი, 2024

მესამე ტური: 10-12 ოქტომბერი, 2024

მეოთხე ტური: 13-15 ოქტომბერი, 2024

მეხუთე ტური: 14-16 ნოემბერი, 2024

მეექვსე ტური: 17-19 ნოემბერი, 2024

A დივიზიონის მეოთხედფინალები და პლეი-ოფები: 20-22 მარტი, 2025 წელი (პირველი მატჩები), 23-25 მარტი, 2025 (საპასუხო მატჩები)

ნახევარფინალები: 4-5 ივნისი, 2025 წელი

მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი: 8 ივნისი, 2025 წელი.