ყველაზე დიდი ცხენი ჰყავთ ამერიკაში, ვისკონსის შტატში. ესაა ბელგიური მერინი, რომელსაც სახელად „ჯეიკი“ ჰქვია. მისი სიმაღლე ქეჩომდე 213 სანტიმეტრია (საშუალო სიმაღლე კი – 160 სანტიმეტრი).
ამერიკაში, მიჩიგანის შტატში, ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი – 3 წლის გერმანული დოგი – „ზევსი“. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 12 სანტიმეტრია, ხოლო, როდესაც უკანა თათებზე დგება და აიწევა, 223 სანტიმეტრს აღწევს.
„ბარბების“ ყველაზე დიდი კოლექცია აქვს გერმანელ ქალბატონს, 52 წლის ბეტინა დორფმანს. პირველი თოჯინა მან 1993 წელს იყიდა, დღეისთვის კი მისი კოლექცია 15 ათასს ითვლის.
ყველაზე მაღალ ვარცხნილობას, თურმე, იაპონელი დიზაინერი – კაძუხირო ვატანაბი ატარებს. მისი იროკეზის სიმაღლე 113 სანტიმეტრია. ამ ვარცხნილობის გაკეთებაში ვატანაბის სამი პარიკმახერი ეხმარება, რომლებსაც 3 ფლაკონი თმის ლაკი და მთელი ბოთლი სპეციალური გელი დასჭირდათ. იროკეზს კაძუხირო მხოლოდ სადღესასწაულო საღამოებისთვის იკეთებს. ის თმას 15 წლის განმავლობაში იზრდიდა.
ყველაზე მძიმე სპორტსმენად აღიარეს სუმოს მოჭიდავე, ლონდონელი შარან ალექსანდერი. მისი წონა 203,2 კილოგრამია. რინგზე ფორმის შესანარჩუნებლად იგი დიდი რაოდენობით მაღალკალორიულ საკვებს იღებს.