ცნობილი კინომსახიობი ლეონარდო დი კაპრიოს შესახებ მისმა თაყვანისმცემლ;ებმა ყველაფერი კარგად იციან. ამის მიუხედავად მსახიობის ბიოგრაფიაში რამდენიმე უცნობი ფურცელი მაინც მოიძებნება.
ლეონარდო ვილჰელმ დი კაპრიო 1974 წლის 11 ნოემბერს დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ლეონარდოს მამა იტალიურ-გერმანული წარმოშობის იყო, ხოლო დედა, ირმელინ დი კაპრიო ქალწულობაში ინდერბირკენი, დასავლეთ გერმანულ ორ-ერკენშივკში დაიბადა, მას მამა გერმანელი ჰყავდა – ვილჰელმ ინდერბირკენი, ხოლო დედა რუსი – ელენა სმირნოვა. საკუთარ თავს ლეონარდო დი კაპრიო ნახევრად რუსად მიიჩნევს და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ნახევრად რუსია და ამაყობს ამ ფაქტით.
სახელი ლეონარდო, დი კაპრიოს ცნობილი იტალიელი ფერმწერისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის პატივსაცემად დაარქვა დედამ. ფეხმძიმობის დროს ირმელინ დი კაპრიო ერთ-ერთ გამოფენას დასწრებია და სწორედ და ვინჩის ნამუშევართან უგრძნია მუცელში ჩვილისგან პირველი „დარტყმა“. მას შემდეგ გადაწყდა, რომ ახალშობილისთვის ლეონარდო დაერქმიათ.
ლეონარდოს საუკეთესო მეგობარია მსახიობი ტობი მაგუაიერი, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს.
როდესაც ლეო 10 წლის იყო, მისმა აგენტმა შესთავაზა სახელი შეეცვალა და გაცილებით ამერიკული დაერქმია – ლენი უილიამსი. ამაზე დი კაპრიომ კატეგორიული უარი განაცხადა.
საინტერესოა რომ ლეონარდო დი კაპრიოს ნათამაშები აქვს ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტელესერიალში „სანტა ბარბარა”. ის მთავარი გმირის, მეისონ კეპველის ბავშვობას ასახიერებდა.
ლეონარდო დი კაპრიო „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ქომაგია და საყვარელი გუნდის თამაშის გამო არაერთი წვეულება გაუცდენია.
ლეონარდო დი კაპრიოს ოცნებაა იოსებ სტალინის როლის განსახიერება, თუმცა, მისი თქმით, ჯერაც ვერ ნახა შესაბამისი სცენარი.
ლეონარდოს საყვარელი ფილმია „ნათლიმამა”.
დი კაპრიოს სიმაღლე 183 სანტიმეტრია.
ბავშვობაში ლეონარდო დი კაპრიო ბეისბოლის ბარათებსა და კომიქსებს აგროვებდა. მამამისი, ჯორჯ დი კაპრიო კომიქსების ავტორი იყო.
„ტიტანიკის” გადაღებების დასრულების შემდეგ, ლეონარდო დი კაპრიომ თავის პარტნიორს, ქეით უინსლეტს ოქროს ბეჭედი აჩუქა, რომლის შიგნით წარწერაა გაკეთებული. უინსლეტი არ ახმაურებს წარწერის შინაარსს და ბეჭედს საგულდაგულოდ ინახავს.
ჯეიმს კამერონის „ტიტანიკში” მთავარი როლი, თავდაპირველად, მეთიუ მაკკონაჰის, კრისტიან ბეილს ან მაკოლეი კალკინს უნდა შეესრულებინათ. თუმცა, პროდიუსერების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, კამერონმა ჯეკ დოუსონის როლი ლეონარდო დი კაპრიოს გადასცა.
მეგობრების წრეში ლეონარდო დი კაპრიო ხშირად აკეთებს რეჟისორ ჯეიმს კამერონის პაროდიას, რაც მეგობრების თქმით, მას ბრწყინვალედ გამოსდის.