გუშინ ესპანეთის საფეხბურთო პირველობის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ კლუბ „სევილიას“ უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 7:3.
ამ შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნული გუნდისა და „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ სამი გოლი მიითვალა.
პორტუგალიელი ვარსკვლავთბიჭუნა „სამეფო კლუბის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიან მოთამაშეთა ხუთეულში შევიდა. რასაკვირველია საუბარია ესპანეთის ჩემპიონატში „რეალის“ მაისურით გატანილ გოლებზე.
რონალდოს პირად ანგარიშზე უკვე 158 გოლი ითვლება. ამ მაჩვენებლით კრიშტიანომ ლეგენდარულ უნგრელ მოთამაშე ფერენც პუშკაშს გაუსწრო, რომელმაც თავის დროზე „რეალში“ ასპარეზობისას 156 ბურთი მიითვალა.
ესპანეთის პირველობაზე მადრიდული გუნდის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. რაული - 228 გოლი, 2. ალფრედო დი სტეფანო - 216 გოლი, 3. სანტილიანა - 186 გოლი, 4. უგო სანჩესი - 164 გოლი, 5. კრიშტიანო რონალდო - 158 გოლი.