"თქვენი პოლიტიკური პანაშვიდისთვის თბილ ნეკროლოგს მიშა დაწერს" - კახა ლომაია "ოცნების" ლიდერებს

Facebook-ზე პოსტსაარჩევნო ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გრძელდება. ამჯერად სოციალური ქსელში დიდი გამოხმაურება კახა ლომაიას სტატუსს მოჰყვა. ყოფილი მინისტრი "ქართული ოცნების" ლიდერებს მიმართავს:

"მიშას წასვლის მოლოდინში აცქმუტებულ "ქართული ოცნების" ლიდერ(ებ)ს: ნუ აჩქარდებით, მეგობრებო, თქვენი პოლიტიკური პანაშვიდისთვის თბილ ნეკროლოგს სწორედ მიშა დაწერს."