ვალტერ მაძარი:

ვალტერ მაძარი: "კმაყოფილი ვარ, ასე თუ გავაგრძელებთ, სატურნირო ცხრილში წინ წავალთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „ლაციოსთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა. „აძურის“ თავკაცი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო და ფეხბურთელები შეაქო.

„ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის დამოკიდებულებით. თუ ამ გზას გავაგრძელებთ, მომდევნო თვეების განმავლობაში თავდაჯერებული ვიქნებით და სატურნირო ცხრილში წინ წავალთ. დღეს საღამოს კარგი ნიშნები დავინახე, ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ, მათ სტადიონზე, ჩვენ კი ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ვინც ითამაშა, დავალება კარგად შეასრულა. ბედნიერი ვარ იმ ბიჭებით, ვისაც თამაში ნაკლებად უწევდა, განსაკუთრებით დემეს გამო. მაურიციო სარის გუნდს აჯობო ბურთის ფლობაში, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ძალიან კმაყოფილი ვარ თითოეული ფეხბურთელის თამაშით“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 თებერვალს, „ვერონას“ უმასპინძლებს.