დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა რომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ურუგვაის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესის შეძენა გადაწყვიტა.
ცნობილი გახდა რომ ესპანური გუნდი ბრიტანელებს სუარესის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროსა და „ხურდაში“, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კარიმ ბენზემას შესთავაზებს.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ სამხრეთ ამერიკელ შემტევს „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყნის დატოვება სურს და ამ ნაბიჯის გადასადგმელად ხელსაყრელ წინადადებას ელოდება. გასულ წელს სუარესს „ლივერპულის“ გულშემატკივრებთან ურთიერთობა დაეძაბა და კლუბის ფანები მის მინდორზე გამოჩენას გამაყრუებელი სტვენით ხვდებიან.
მიმდინარე წლის ზაფხულში ურუგვაელის გადაბირება ლონდონის „არსენალს“ სურდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
ესპანელი სპორტული ჟურნალისტების მტკიცებით, 2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში ლუის სუარესს „სამეფო გუნდში“ აუცილებლად ვიხილავთ.