„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო მთავარი ფავორიტია, რომ „ლივერპულში“ იურგენ კლოპი შეცვალოს.
ესპანელ სპეციალისტს ამის შესახებ უკვე ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ახლა მხოლოდ „ლევერკუზენზე“ ფიქრობს, სადაც ბედნიერია, ხოლო რა მოხდება მომავალში, არ იცის.
„კლოპის გადაწყვეტილება ჩემთვის სიურპრიზი იყო, ჩემი პატივისცემა და აღფრთოვანება მას, ბოლო წლებში კლუბი კიდევ უფრო გაზარდა. სპეკულაციები ნორმალურია, მაგრამ ყურადღება ახლა მთლიანად „ლევერკუზენზეა“ მიმართული. ამ კლუბში სამუშაოდ დიდი მოტივაცია მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ აქ, კლუბით და ყველაფრით. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ახლა არ არის ის დრო, რომ ჩემი კარიერის მომავალზე ვიფიქრო, რადგან ვფიქრობ, სწორ ადგილას ვარ, შესანიშნავ ადგილას. სულ ეს არის, რისი თქმაც ამაზე შემიძლია. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, მომდევნო მატჩია და რა მოხდება მომავალში არ ვიცი და არც ამჟამად არც მაინტერესებს“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო „ლივერპულში“ 2004-2009 წლებში თამაშობდა და 210 მატჩში 19 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერა მან „სოსიედადის“ მეორე გუნდში დაიწყო, 2022 წლის 5 ოქტომბრიდან კი „ლევერკუზენს“ უდგას სათავეში და შესანიშნავი შედეგებიც აქვს.