"რუსთავი 2"-ის ყოფილი მეპატრონე ამჟამინდელ გენერალურ დირექტორის მიმართავს.ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას სტატუსს ეხმაურება "მეც ვიბრძოლებ, ოღონდ მოსათხრელად არა – შენს დასამარხად. შენი წილი იმდენი არ იყო ჩვენს დანგრევაში, რამდენიც მაშინ სააკაშვილს, მერაბიშვილს და ადეიშვილს ჰქონდათ, მაგრამ იმდენი კი იყო, რომ ცხოვრებას გისოსებიდან უყურო. შენი ორი კაპიკის საშოვნელად გაყიდე სიმართლე და სხვისი თავისუფლება! – დაგავიწყდა ბიჭო?" – წერს ქიბარ ხალვაში.
ეს კომენტარი გვარამიას განცხადებას მოყვა. მან სოციალურ ქსელში სასამართლოს გაჭიანურებასთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა. "კიდევ გადაიდო დღეს ჩვენი პროცესი. 2 კვირით. ამჯერად პროკურორი "მივლინებაში" მიიმალა. ეს ის შემთხვევა არაა, როცა რამის მომზადებისთვის დროის მოგება დასჭირდათ. ბრალდებამ ამოწურა თავისი საქმე და დღეს მხოლოდ ბრალდებულთა ბოლო სიტყვები უნდა მოესმინა. რას ემსახურება ეს ყველაფერი, გაუგებარი ხდება. მოწმეების დაკაჩავებას? – დიდი ხანია, დაიწყეს. ბრალდებულების გაპრესვას? – უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ აზრი არა აქვს. "რუსთავი 2"-ის შანტაჟს – მიხვედრა არ უნდა, ტვ თუ ჩართული აქვთ, გასაგებია, რომ აზრი არა აქვს – მე ჩემს პირადს და სამსახურს არ ვურევ ერთმანეთში. თუ იმას, რომ სააკაშვილი გადააგორონ და ვერ შეგვიწყალოს – პირდაპირ ვეუბნები მთავარ პროკურატურას: დარწმუნებული ვარ, გამამართლებელ განაჩენში იმ მარტივი მიზეზით, რომ არავის არაფერი ჩაგვიდენია, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში არავითარ შეწყალებას არ ვითხოვ – ვიბრძოლებ ბოლომდე, გამამართლებელ განაჩენამდე და მაინც ამოგთხრით!" – წერს ნიკა გვარამია.