ამონარიდი "კვირის პალიტრის" სტატიიდან - "კულტურისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ"
"გიორგი მარგველაშვილს არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს. ისეთმა კაცმა დაადო ხელი (ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ), ყველაფერი სიკეთის მომტანი იქნება..." - ამბობს ცნობილი მსახიობი თენგიზ არჩვაძე... ქვეყნის სათავეში ახალი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის მოსვლას, საქართველოს ინტელიგენციის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ...
თენგიზ არჩვაძე:
"ძალიან მიხარია რომ ავირჩიეთ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ბატონი - გიორგი მარგველაშვილი. წინა ე.წ. პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე რა შემიძლია გითხრათ? - არ მინდა ამის თქმა, მაგრამ ძაღლი მიაკვდა სულში, ბატონო. რაც მან გააკეთა საქართველოსთვის, იმისთვის უკეთესი სიტყვები არ ეკუთვნის და ვისაც მოგწონთ, გყავდეთ, დარჩეს თქვენ პრეზიდენტად.
მე არ ვაძლევ ჩემ თავს ადამიანის ძაგების უფლებას, მაგრამ მან ყველა საზღვარი და კანონი დაარღვია. კაცობრიობის ისტორიაში თუ რამ ადამიანური ნორმაა, ყველაფერს გადააჭარბა. ძალიან გთხოვთ ნუ მიფუჭებთ ხასიათს მიხეილ სააკაშვილზე საუბრით...
- მაშინ ახლანდელ პრეზიდენტზე - გიორგი მარგველაშვილზე გვესაუბრეთ...
- მაგ კაცს არ ვიცნობ, მაგრამ ღმერთმა გაუმარჯოს. ისეთმა კაცმა დაადო ხელი (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ) ყველაფერი სიკეთის მომტანი იქნება. ბიძინა ივანიშვილმა რაც დაპირება გასცა, რომელი არ შეასრულა, ბატონო?!