ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ასტრონომებმა დედამიწიდან ყველაზე დაშორებული გალაქტიკების გუნდი იპოვეს. ის ფართოვდება მეგაპოლისის მსგავსად, რომელიც გარშემო იკრებს და იერთებს ახლომდებარე სოფლებს.
გალაქტიკების ჯგუფი დედამიწიდან 12,6 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე იმყოფება. მან ფორმირება მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო სულ რაღაც მილიარდი წლის იყო. მოცემულ დროს დედამიწიდან ის ათეულობით ან ასეულობით წლის ასაკის მოჩანს, რაც სამყაროს საზომით ძალიან მცირეა.
აღმოჩენა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომმა, პიტერ ჩაპეკმა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე წარადგინა, ქალაქ სიეტლში.
აღმოჩენამ სწავლულები ბევრი მიზეზით გააკვირვა, მაგრამ, უპირველესად, იმით, რომ ვარსკვლავების საერთო მასამ, რომლებიც ამ გალაქტიკათა გუნდში შედის, 400 მილიარდ მზის მასას გადააჭარბა.
ამასთან ერთად, ის გუნდი ძალზე აქტიურია – შეიცავს კვაზარს, შავ ხვრელს, რომლის მასა 30 მილიონჯერ აღემატება მზის მასას, ასევე დიდი რაოდენობით ცივ გაზს. ყოველ წელს იქ დაახლოებით ოთხი ათასი ახალი ვარსკვლავი ფორმირდება. სამყაროს არსებობის პირველ ფაზაში ასეთი მასიური და ამასთან ერთად, აქტიური გალაქტიკური გუნდი ძალზე იშვიათია.