„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იტალიის სუპერთასის დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა.
მაძარიმ ვერცხლის მედალი არ აიღო, რადგან მსაჯების მიმართ ძალიან გაბრაზებული იყო. „ნაპოლის“ მწვრთნელს, ისევე, როგორც ფეხბურთელებს, მედიასთან პროტესტის ნიშნად არ უსაუბრიათ.
საქმე ისაა, რომ მე-60 წუთზე „ნაპოლის“ ჯოვანი სიმეონე გაუძევეს, რის გამოც რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა და მარცხიც განიცადა.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „ნაპოლი“ ლაუტარო მარტინესის მიერ 91-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.