დელ ჯენიო:

დელ ჯენიო: "კვარა საგოლე მომენტებს ვერ იყენებს, მაგრამ ყველა მატჩში საუკეთესოა"

Radio Kiss Kiss Napoli-ის ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველს გოლების გატანა უჭირს, „ნაპოლიდან“ ყველა მატჩში საუკეთესოა.

„კვარაცხელია ყოველთვის საუკეთესოა. ამას ვერავინ ამჩნევს, რადგან სამწუხაროდ საგოლე მომენტებს ვერ იყენებს და გვახსოვს, რომ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ კვარა „ნაპოლიში“ ყოველთვის საუკეთესოა“, - აღნიშნა დელ ჯენიომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 5 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. „ნაპოლი“ ამ დროისთვის 31 ქულით მეექვსე ადგილზეა, 18 იანვარს კი, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება. კვარაცხელია 28 იანვარს, სერია A-ს უახლოეს მატჩს „ლაციოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.