„ბაიერნი

„ბაიერნი" ვარანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველს რაფაელ ვარანს „ბაიერნში“ გადასვლის შანსი აქვს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ეკრემ კონური.

წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბი შესაძლო ტრანსფერის დეტალებს ამუშავებს და იანვარში „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობას კონკრეტული წინადადებით მიმართავს.

ვარანი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მცველმა მანკუნიანელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარანს კარიერის გაგრძელება საუდის არაბეთის კლუბში სურდა.