„შახტარის" უკრაინელმა მცველმა ნიკოლაი მატვიენკომ შესაძლოა კარიერა „ნაპოლიში" გააგრძელოს - გვამცნობს Calcio Now.
„ნაპოლი“ დაცვის გასაძლიერებლად იანვარში ყველაფერს გააკეთებს. სპორტულმა დირექტორმა და სკაუტინგის სამსახურის უფროსმა უკვე დაასახელეს მატვიენკო, როგორც მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ამ პრობლემის მოგვარებაში.
იტალიური კლუბი მცველის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.
მატვიენკო „შახტარში“ 2017 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა.
ამ დროისთვის „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მეშვიდე ადგილზეა.