მადრიდის „რეალმა" პსჟ-ის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესაძენად დოკუმენტების მომზადება დაიწყო, რათა იანვრის დასაწყისში გაიფორმოს - იუწყება ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონტი თავის YouTube არხზე. ამ დროისთვის ფრანგი უკვე ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკებას შეძლებს.
წყაროს ცნობით, მომავალი კვირა იქნება გადამწყვეტი, გახდება თუ არა მბაპე მადრიდული გუნდის ფეხბურთელი. „რეალის" ხელმძღვანელობამ წინასწარ დაიწყო საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იანვარში დაურეკავს და ჰკითხავს მბაპეს, კვლავ სურს თუ არა მადრიდულ კლუბში გადასვლა.