სკანდალი

სკანდალი "ფენერბაჰჩე" - "გალათასარაის" მატჩზე: "იმედია შერცხვებათ, ვინც თურქული ფეხბურთი აქამდე მიიყვანა"

სტამბოლური დერბი „ფენერბაჰჩესა“ და „გალათასარაის“ შორის ტრადიციულად დაძაბული გამოვიდა, მაგრამ მხარეებს შორის დაპირისპირება მატჩის შემდეგაც გაგრძელდა.

„გალასათარაიმ“ სოციალურ ქსელში მაურო იკარდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც არგენტინელ ფორვარდს თვალი ჩალურჯებული აქვს. „ლომების“ განცხადებაში წერია:

„VAR-ის ოთახ სდა 26 კამერად არ შეუძლია დაინახოს ასეთი დარღვევა და მათ ნაცვლად ჩვენ გვრცხვენია. იმედი გვაქვს, ერთ დღესაც, ვინც თურქული ფეხბურთი ამ ზომამდე მიიყვანეს, შერცხვებათ“.

ამ განცხადებას „ფენერბაჰჩეს“ თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ ასევე სოციალური ქსელიდან უპასუხა: „ძელს დაეჯახა და ამის გამო ტირიან და პენალტს ითხოვენ. ტიპური მათი სტილია, სირცხვილია“.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. „ფენერბაჰჩე“ და „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში თანაბარი ქულებით ლიდერობას იყოფენ.