ალექსის სანჩესი შესაძლოა საუდის არაბეთში გადაბარგდეს

ალექსის სანჩესი შესაძლოა საუდის არაბეთში გადაბარგდეს

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი შესაძლოა „ალ-იტიჰადში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

არაბული კლუბის მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო ჩილელის შეძენით პირადადაა დაინტერესებული. სანჩესი „ნერაძურის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და შეიძლება კლუბი მართლაც დატოვოს.

თუმცა, იტალიელებს მისი შემცვლელის პოვნა მაინც მოუწევთ, რადგან თავდასხმაში ლაუტარო მარტინესის და მარკუს ტურამის ალტერნატიული ვარიანტი დასჭირდებათ.

მიმდინარე სეზონში ალექსის სანჩესმა 12 მატჩი ჩაატარა და მეტოქე კარში 2 გოლის გატანა მოახერხა.