შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისათვის ერთი პირი დააკავა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გივი ვ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონოდ შემოიტანა. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 2,6 გრ „ჰეროინი“.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავებისას გივი ვ. ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ და „მარიხუანას“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).