„ნაპოლის“ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოველთვის სუპერლიგის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ფიფა და უეფა ფეხბურთის მოდერნიზაციას ვეღარ ახერხებენ და ისინი მოძველდნენ.
„მე ყოველთვის ვიყავი სუპერლიგის წინააღმდეგი, ეს თავიდანვე გამოვხატე, მაგრამ მე ვარ მეწარმეობის თავისუფლების და დემოკრატიული მიდგომის მომხრე. ამიტომ ის, რომ აღარ არსებობს უეფასა და ფიფას მონოპოლია, შეიძლება მხოლოდ კარგი იყოს ფეხბურთისთვის, რადგან ისინი ვეღარ ახერხებენ ფეხბურთის მოდერნიზაციას, პირიქით, დაძველდნენ.
„რომა“ – „ნაპოლი“? ველოდები ლამაზ მატჩს ისეთ ცხელ სტადიონზე, როგორიც „ოლიმპიკოა“. ეს აუცილებლად იქნება კარგი თამაში თამაში. VAR? არ მომწონს, როგორ ხდება მისი მართვა, ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება, ამას ყოველთვის ვამბობდი. იმედი მაქვს, ირატი, კოლომბო და როკი (მსაჯები) არ დაუშვებენ შეცდომებს, რამაც ბოლო დროს ფეხბურთზე იმოქმედა.
ოსიმენთან კონტრაქტის განახლება? შესაძლოა. უბრალოდ, ეს იყოს სიურპრიზი ნაძვის ხის ქვეშ. ყველას გილოცავთ შობას“, - თქვა დე ლაურენტისმა.