ელმასი

ელმასი "ლაიფციგში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

„ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი გერმანიაშია, სადაც დღეს „ლაიფციგში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია. ელმასი რომ გუნდს ტოვებს, ეს აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიელები 25 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო გერმანელები მას კონტრაქტს 2028 წლამდე გაუფორმებენ.

ელიფ ელმასმა „ნაპოლიში“ 2019 წლიდან 185 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „რაბოტნიჩკის“ და „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავდა.