„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კლუბის გეგმებზე ისაუბრა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, რომელიც იანვარში იხსნება.
„იანვარში ჩვენ სამ ახალ ფეხბურთელს შევიძენთ: ახალ ცენტრალურ მცველს, მარჯვენა მცველს დი ლორენცოს დასახმარებლად და ახალ ნახევარმცველს. შესაძლოა, ორი ნახევარმცველიც დავიმატოთ. ვნახოთ“, - ციტირებს ყვიტერზე დე ლაურენტისის სიტყვებს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ამ დროისთვის, იტალიის სერია A-ში ჩატარებული 16 მატჩის შემდეგ, „ნაპოლი“ 27 ქულით მეექვსე ადგილზეა. იტალიის თასზე ნეაპოლიტანურმა კლუბმა გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სადაც „ფროზინონესთან“ანგარიშით 0:4 დამარცხდა.