ესპანელი ჟურნალისტი ხოაკინ მაროტო იტყობინება, რომ ევროპის სუპერლიგა 18 თვეში ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 დეკემბერს, ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ ცნო ფიფას და უეფას ქმედება 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ.
ორგანიზაციებს არ აქვთ მონოპოლია საკლუბო შეჯიბრებებზე ევროპაში: სუპერლიგა უკვე ოფიციალურად შეიძლება შეიქმნას ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მაისში სუპერლიგამ უეფა და ფიფა კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. იმავე წლის აპრილში 12 ევროპულმა კლუბმა გამოაცხადა სუპერლიგის შექმნა. მასში შედიოდნენ ინგლისური „არსენალი,“ „ლივერპული,“ „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი,“ „ჩელსი,“ ესპანური „ბარსელონა,“ მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“, ასევე იტალიური „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი.“