„ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი კარიერას სავარაუდოდ „ლაიფციგში“ გააგრძელებს. ამის შესახებ Tuttonapoli იტყობინება.
ნეაპოლური გამოცემის ცნობით, მაკედონიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა და მისი წასვლა გადაწყვეტილია. დასახელდა ტრანსფერის ფასიც - 25 მილიონი ევრო.
ელმასი „ნაპოლიმ“ 2019 წელს „ფენერბაჰჩედან“ დაიმატა და მას შემდეგ 185 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.