„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ იანვრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობაში ცვლილებები არ გამორიცხა. როგორც მან აღნიშნა, ვისაც წასვლა უნდა, კლუბი ხელს არ შეუშლის.
„ტრანსფერები? შეფასებებს ხელმძღვანელობასთან ერთად გავაკეთებ. ნახევარდაცვაში ანგისას ვკარგავთ (აფრიკის თასზე სათამაშოდ მიდის - რედ) და სხვა ტრანსფერის შანსი თუ იქნება, კლუბი ჩაერევა.
გუნდიდან წამსვლელები? სიმართლეს ვიტყვი: თუ ვინმეს სკუდეტოს მოგების შემდეგ მოწყენილი სახე აქვს და წასვლა უნდა, გავუშვებთ. მე მინდა ახალი ძალების და მეტი მოტივაციის მქონე მოთამაშეები მყავდეს. ბოლოს ცხადია, ყველაფერი კლუბის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ ელიფ ელმასის „ლაფციგში“ შესაძლო ტრანსფერზე ნეაპოლური მედია აქტიურად წერს და ის დიდი ალბათობით, გუნდს დატოვებს.