„ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.
„წილისყრის შედეგები? ძალიან მიხარია. „ბარსელონა“ ისეთივე ღირსეული გუნდია, როგორიც „ნაპოლი", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Tuttomercatoweb.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრა 18 დეკემბერს გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ესპანურ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 2024 წლის 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი 5, 6, 12 და 13 მარტს.