კიელინი:

კიელინი: "კვარაცხელიასთან შეხვედრის შემდეგ ამბობ - მაგრამ ეს ვინ არის?"

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, Sky Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ქართველი ძალიან ნიჭიერია და იტალიაში მოთამაშე მცველებისთვის ის სიურპრიზი იყო.

„კვარაცხელია იტალიელი მცველებისთვის მოულოდნელი იყო? ის იმ ნიჭიერ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომელიც პირველივე დაპირისპირებაზე გაიძულებს თქვა: „მაგრამ ეს ვინ არის? საიდან მოვიდა?" გასაოცარი ტალანტია, ასეთი რომ იქნებოდა, არავინ ელოდა“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ კარიერა რამდენიმე დღის წინ ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ დაასრულა.