კახა ძაგანია, ლეიბორისტული პარტია:
„ერთ ანეკდოტს მიხეილ სააკაშვილზე მოგიყვებით:
„სააკაშვილი, როგორც მას სჩვევია, თავისი დინასტიით იაპონიაში იმყოფება ვიზიტით.
მას დამახასიათებელი პიარაქციები აქვს. მიშამ ერთგან მოინდომა მომღერალ ქალებთან შეხვედრა, მაგრამ იაპონელებმა უარი უთხრეს, ქალებს ხელში ვერ აგაყვანინებთო.
მერე შეახვედრეს ბავშვები. აიყვანა ერთი ბავშვი და ეკითხება, რა გინდა გამოხვიდეო? მან უპასუხა, პრემიერ-მინისტრიო.
შეაქო მიშამ და ჩამოსვა ბავშვი. ახლა მეორე აიყვანა ხელში და იმავეს ეკითხება.
ის კი პასუხობს: მე უკვე ვარ პრემიერ-მინისტრი, ჩამომსვი დაბლა დროზე, სანამ შენი დელეგაცია კინწისკვრით არ გამიგდიაო“.