ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურში ლონდონის „ტოტენჰემმა“ სტუმრად „ნოტინგემი“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„დეზები“ პირველი ტაიმის ბოლოს რიშარლისონმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის შუაწელს დეიან კულუშევსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ტოტენჰემმა“ ამ გამარჯვებით 33 ქულა დააგროვა და მეოთხე-მეხუთე ადგილებს „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი „ევერტონს“ უმასპინძლებს.