მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ალ-იტიჰადი“ ეგვიპტურ „ალ-აჰლისთან“ დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
აფრიკელები 23-ე წუთზე დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის ბოლოს კი კარიმ ბენზემას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ფრანგმა პენალტი ვერ გაიტანა. მეორე ნახევარში „ალ-აჰლიმ“ 3-წუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და 3:0 დაწინაურდა, რითაც მატჩის ბედიც გადაწყდა. ბენზემამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო გოლის გატანა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო.
მეორე მეოთხედფინალში „ურავა რედსმა“ „ლეონი“ 1:0 დაამარცხა, შედეგად, უკვე ცნობილია ნახევარფინალური წყვილები.
18 დეკემბერს „ფლუმინენსე“ „ალ-აჰლის“ შეხვდება, ხოლო „ურავა რედსის“ მეტოქე 19 დეკემბერს „მანჩესტერ სიტი“ იქნება.