იტალიის სუპერთასის ჩატარების თარიღი შეიცვალა, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება. ტურნირში ორის ნაცვლად ოთხი გუნდი ითამაშებს და მატჩები საუდის არაბეთში გაიმართება.
სუპერთასი 18-22 იანვარს შედგება. ნახევარფინალში „ნაპოლი“ „ფიორენტინას“ და „ინტერი“ „ლაციოს“ გაეჯიბრება. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, სადაც ერთმანეთს სუპერთასისთვის შეხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ სუპერთასის გამართვა მანამდე იანვრის დასაწყისში იყო მოსალოდნელი, მაგრამ თარიღი შეიცვალა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხსენებული ოთხი გუნდის შეხვედრა სერია A-ს 21-ე ტურის მატჩები „ინტერი“ – „ატალანტა“, „სასუოლო“ – „ნაპოლი“, „ტორინო“ – „ლაციო“ და „ბოლონია“ – „ფიორენტინა“ გადაიდება.
აქვე გეტყვით, რომ იტალიის სუპერთასის გამარჯვებულს ფინანსური მოგების სახით 7 მილიონი ევრო ერგება.