ლეაუ: „მილანს“ არასოდეს გაუმარჯვია ევროპა ლიგაზე. ვეცდებით ამ თასის მოგებას“

ლეაუ: „მილანს“ არასოდეს გაუმარჯვია ევროპა ლიგაზე. ვეცდებით ამ თასის მოგებას“

„მილანის“ გარემარბმა, რაფაელ ლეაუმ, კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, 13 დეკემბერს, „როსონერიმ“ „ნიუკასლი“ სტუმრად დაამარცხა (2:1). თუმცა, პარალელურ მატჩში პსჟ დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუზავდა (1:1) და „მილანის“ მსგავსად რვა ქულა დააგროვა. დამატებითი მაჩვენებლების წყალობით კი პარიზელები ტურნირის ფლეი-ოფში გავიდნენ.

„მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება სურდა, მაგრამ ამის მიუხედავად, საფინალო სასტვენის შემდეგ ვიზეიმეთ, რადგან რთულ მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ, ვეცდებით მის მოგებას, რადგან ეს არის თასი, რომელიც „მილანს“ არასოდეს მოუგია“, - ციტირებს ლეაოს სიტყვებს Football Italia.