„ჟირონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანხელ მიჩელმა, შესაძლოა „ბარსელონას“ დამრიგებლის პოსტზე ჩავი შეცვალოს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფრანსუა გალარდო.
წყაროს ცნობით, მიჩელის აგენტმა ოქტომბრის შემდეგ სამი შეხვედრა გამართა „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან. თუ არაფერი შეიცვლება, 2024/2025 წლების სეზონში ის „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება. თუ ჩავის სეზონის ბოლომდე გაათავისუფლებენ, გუნდს დროებით რაფა მარკესი, „ბარსელონა B"-ს თავკაცი გაწვრთნის.
ესპანეთის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 34 ქულით მესამე ადგილზეა. გუნდი ლიდერ „ჟირონას“ შვიდი ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში „ბარსამ“ 12 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და ტურნირის ფლეი ოფში გავიდა.