შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

შსს–ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1–ლი მთავარი სამმართველოს მე–2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი მამუკა კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „მაკაროვი“–ს სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით).