„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ „ბრაგასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ Mediaset-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს და თანაგუნდელი დაიცვა:
„არავის აქვს მისი გაკრიტიკების უფლება იმიტომ, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. ხალხი მიმოხილვებით მსჯელობს, მაგრამ თამაშს თუ უყურებთ, დაინახავთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მას უბრალოდ გოლი აკლია, რათა საბოლოოდ განთავისუფლდეს, მაგრამ ის განსაკუთრებული ბიჭი და ფეხბურთელია. არავინ უნდა მისცეს თავს მისი გაკრიტიკების უფლება. გვიხარია, რომ ჩვენი თანაგუნდელია და მასთან ახლოს ვართ“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.