„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა, იტალიურმა მედიამ კი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
Tuttonapoli 6.5 ქულა - „პირველი მეტოქის მოტყუება პრობლემა არასდროსაა, მაგრამ ზოგჯერ აჭარბებს. ბრწყინვალება ისევ აქვს, როცა მცველს უმიზნებს, შესაბამისად, მას მხოლოდ სიმშვიდის დაბრუნება სჭირდება“.
Tuttomercatoweb 6 ქულა - „იმის ნაცვლად, რომ შემოიფარგლოს იმით, რასაც კარგად აკეთებს, ზოგჯერ აჭარბებს. ის არ არის მშვიდი და ამიტომ, ბურთთან ყოველთვის ერთით მეტ შეხებას აკეთებდა“.
Calciomercato 5.5 ქულა - „იუვესთან“ გადამწყვეტი შეცდომის მიუხედავად ახერხებდა სახიფათოდ თამაშს, რაც დღეს საღამოს ვერ გააკეთა. ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დაუშვა და აგრძელებდა დრიბლინგებს, რომლებიც არ გამოსდიოდა“.
OaSport 6 ქულა - „ხშირად ცდილობდა გაბრწყინებას თავისი აფეთქებებით, მაგრამ ხშირად ორმაგი მეურვეობის წინააღმდეგ თამაში უწევდა. ჯოჯოხეთურად ცდილობს გოლს გატანა, მაგრამ მეორე ტაიმში მათეუსმა გააჩერა“.
Eurosport 5.5 ქულა - „არ აქვს დადებითი მომენტი. ყოველთვის ერთით მეტ დრიბლინგს ცდილობდა, ვიდრე საჭირო და დასაშვები იყო. ფიზიკური მდგომარეობაც ოპტიმალური არ ჩანს. ბოლოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარემ არ დაანება“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“ გამართავს.