ჩავი: „ჟირონა“ აღარ არის სიურპრიზი, არამედ პრიმერას ტიტულის კანდიდატია“

ჩავი: „ჟირონა“ აღარ არის სიურპრიზი, არამედ პრიმერას ტიტულის კანდიდატია“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ, პრიმერა დივიზიონში „ჟირონასთან" მატჩში (2:4) მარცხზე ისაუბრა.

„გულშემატკივრებს უყვართ ამ ტიპის მატჩები. ორივე გუნდმა კარგი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გარკვეულ დეტალებს ვერ ვაკონტროლებდით. დაცვაში თანმიმდევრულობა გვაკლდა, ამით ისარგებლა „ჟირონამ.“

ეს მარცხი მძიმე დარტყმაა ჩვენთვის, მაგრამ ვულოცავ „ჟირონას.“ ისინი უკვე არა სიურპრიზი, არამედ ტიტულის კანდიდატები არიან.“ - ციტირებს ჩავის სიტყვებს Marca.

ამჟამად „ბარსელონა“ პრიმერაში 34 ქულით მესამე ადგილზეა. 41-ქულიანი „ჟირონა“ კი სატურნირო ცხრილს ლიდერობს.