ხვიჩა კვარაცხელია გაციებულია, რის გამოც დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა. ინფორმაციას „ნაპოლის“ ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, მსუბუქი გრიპის გამო ქართველი ფეხბურთელი დღეს მხოლოდ სპორტდარბაზში მუშაობით შემოიფარგლა. ჯერჯერობით, უცნობია შეძლებს თუ არა „ბრაგასთან“ უახლოეს შეხვედრაში თამაშს კვარაცხელია. თუმცა, სავარაუდოდ, პრობლემა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ორ დღეშია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში თავი 4 გოლით 4 საგოლე პასით და 2 მოპოვებული პენალტით გამოირჩა.