122 მატჩი შინ წაუგებლად:

122 მატჩი შინ წაუგებლად: "ცრვენა ზვეზდამ" "რეალის" რეკორდი გააუმჯობესა

ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ სერბულ გუნდს შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 122 მატჩია არ წაუგია.

„ცრვენა ზვეზდამ“ „რეალის“ მიღწევა გააუმჯობესა. დიდებული სერია 2017 წლის 30 აპრილით იწყება, როდესაც ბელგრადელებმა შინ „ვოივოდინას“ 2:0 აჯობეს. მას შემდეგ სერბეთის ჩემპიონატში „მარაკანაზე“ ამ გუნდს ვერავინ უგებს: 122 თამაში, 110 მოგება, 12 ფრე, 0 წაგება, 339 გატანილი და 54 გაშვებული გოლი.

„ცრვენა ზვეზდამ“ ჩემპიონატის ეგიდით საკუთარ მოედანზე ბოლოს 2017 წლის 18 აპრილს, „პარტიზანის“ წინააღმდეგ წააგო (1:3).