აშშ-ის დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა მარცხისთვის გასწირეს

აშშ-ის დახმარების გარეშე დარჩენილი უკრაინა მარცხისთვის გასწირეს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ უკრაინისათვის დახმარების გაწევა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იყოს უზრუნველყოფილი. შესაძლებლობები იწურება, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა, დიდი ალბათობით, დახმარების გარეშე რჩება.

ჯონ კირბის თქმით, თეთრი სახლი მზად არის, „რესპუბლიკელებთან“ მოლაპარაკებები გააგრძელოს უკრაინისათვის დაფინანსების გაგრძელების უზრუნველსაყოფად, თუმცა ცნობილია, რომ „რესპუბლიკელები“ გადაწყვეტილებას არ ცვლიან. რუსი ოპოზიციონერი, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გარი კასპაროვი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა აგრძელებს სამაშველო რგოლის გადაგდებას რუსეთისა და პუტინისთვის.

„ბაიდენი უარს ამბობს საჭირო იარაღის გაგზავნაზე. კონგრესი უარს აცხადებს აუცილებელი დახმარების დამტკიცებაზე. ეს ყველაფერი კი პუტინს ეუბნება, რომ დასავლეთის დახმარებას გაუმკლავდეს და დაიპყროს უკრაინა“, - აცხადებს გარი კასპაროვი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ ამერიკული ელიტის ნაწილი ფორმალურად მზად არის, გაწიროს უკრაინა თავისი მცირე შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის და ამით ხსნის ბრძოლოს ველზე მიმდინარე პროცესებს.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების ანალიტიკოსების შეფასებით, რუსი ოკუპანტები ბოლო პერიოდში ნელ-ნელა წინ მიიწევენ დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკას ნანგრევებში და ქალაქი თითქმის დაიპყრეს, თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ქალაქი, რომელშიც ომამდე დაახლოებით 9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მთლიანად განადგურებულია.

როგორც დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსები ამჟამად სრულად აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, ხოლო მცირე ტერიტორიები მარინკას დასავლეთ გარეუბანში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება. ამასთან, რუსმა ოკუპანტებმა შეტევითი მოქმედებები განახორციელეს ავდეევკას მახლობლად და პროგრესსაც მიაღწიეს. რუსი სამხედრო ოფიცრები ამტკიცებენ, რომ ვერბოვოის ჩრდილოეთით რუსულმა ძალებმა გარკვეული პოზიციები დაიბრუნეს, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

ვინაიდან უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რომელიც ზაფხულში დაიწყო, გადამჭრელ გარღვევას ვერ მიაღწია, პრაქტიკულად, შეწყდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი მეთაურების ოპტიმისტური პროგნოზები, რომ კიევს გამარჯვების მიღწევა შეუძლია. მეტიც, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის არასათანადო შეიარაღება მიაწოდა.

უკრაინის მხრიდან სამხედრო წარმატების არარსებობის ფონზე და ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამხედრო მოქმედებების შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს ზელენსკიზე, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს, რადგან სამხედრო კამპანიის გაგრძელებას წარმატების შანსი არ აქვს. პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი თამარ კიკნაძე ერთ-ერთია, რომელიც ომის დაწყების დღიდან პროგნოზირებდა, რომ უკრაინა ამ ომში დამარცხებული გამოვიდოდა. მისი თქმით, ეს იყო ძალიან ადვილი განსასაზღვრი. როდესაც ქვეყანა სხვის იმედზე იწყებს ომს, მისი ბედი ძალიან ცუდად მთავრდება.

„არსებობს გეოპოლიტიკური თამაშის წესები. ამ თამაშის წესების მიხედვით, რუსეთის საბოლოო განადგურება და დასუსტება დასავლეთს დღეს არ აწყობს. ამერიკელმა მეცნიერმა ედუარდ ლუტვაკმა თქვა ძალიან კარგად, რომ უკრაინის გულისთვის ამერიკა გეპოლიტიკის წესებს არ დაარღვევს. ამ ომის ფონზე რუსეთმა მოახდინა მობილიზება. პირიქით, უფრო გაძლიერდა. ძალიან ბევრი რუსი მეცნიერი ამბობს, რომ ამ ომმა ხელი შეუწყო რუსეთის გაძლიერებას, რომელიც სამხედრო წარმოებაზე გადავიდა, მაშინ, როდესაც უკრაინა მოწოდებული იარაღის იმედად არის. მშვენივრად ააწყვეს ეს სამხედრო წარმოება და ვინც ლაპარაკობს, რომ რუსეთს შეიარაღება არ აქვს, ან ძალიან ტენდენციურია, ან არ იცის“, - ამბობს კიკნაძე.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის განცხადებით, გასათვალისწინებელია რუსეთის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მენტალიტეტი, რომ ომში გაცილებით კონსოლიდირებულები არიან და პირიქით, ძლიერდებიან.

„იგივე, ამერიკის კონგრესის განცხადებები, გადაწყვეტილების მიღება იარაღის მიღება-არმიღებაზე, რასთან არის დაკავშირებული? - დასავლეთში გადაწყვეტილებები მიიღება ძალიან რთულად, ე.წ. პროცედურული დემოკრატია მოქმედებს. ასე რომ, არ შეიძლება სხვის იმედად ომის დაწყება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფიქრობს, რომ უკრაინის წარუმატებლობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, პირველ რიგში, ეს არის კორუფცია, რასაც ხედავენ დასავლელი ანალიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები, აქ არის წინასწარ გამოცხადებული კონტრშეტევის წარუმატებლობა და ასევე ის, რომ სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთში მოხდა უდიდესი ტრაგედია და მთელი ყურადღება გადატანილია სწორედ იქით.

„აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი - ევროპელი და ამერიკელი ამომრჩევლების გაბრაზება. ამ დახმარებამ მათ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარება გააუარესა. რასაკვირველია, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე უწინარესად ფიქრობს საკუთარ ინტერესებზე და არა სადღაც საზღვარგარეთ მიმდინარე ომზე.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ისიც, რომ უკრაინის ყველაზე დიდი მოკავშირე, როგორიც არის პოლონეთი, უკვე თვეზე მეტია იქ სატვირთო ავტომობილების მძღოლები ბლოკავენ უკრაინა-პოლონეთის სახმელეთო გამშვებ პუნქტებს, იმ მოთხოვნით, რომ აიკრძალოს უკრაინული სატვირთო მანქანების შესვლა პოლონეთის ტერიტორაზე და მათ მიერ მომსახურებისთვის შემოთავაზებული ფასები.

გვახსოვს, რომ იგივე პრობლემა იყო უკრაინულ ხორბალთან დაკავშირებით, როგორი პროტესტი იყო არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხია, რასაც ემატება შიდა პოლიტიკური კრიზისი. გავიხსენოთ, რა თქვა გენერალმა ზალუჟნიმ, რომ ილუზიები ჰქონდათ და არ გამოუვიდათ ის, რასაც აპირებდნენ. ასევე, გავიხსენოთ არესტოვიჩის ძალიან მწვავე კრიტიკა ზელენსკის მისამართით და გავიხსენოთ ისიც, რომ მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული პოლიტიკურ ოპონირებაში ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს, მაგრამ ისიც და მისი თანაგუნდელებიც ჩაერთნენ ზელენსკის საერთო კრიტიკაში“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსის შეფასებით, საერთო ჯამში, ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხებია, რაც იმას მიუთითებს, რომ ადრე თუ გვიან, შესაძლოა, უკრაინა აიძულონ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთთან. მისი თქმით, ეს, დიდი ალბათობით, დასავლელი პოლიტიკური ავტორების შეფასებით შეიძლება მოხდეს უკრაინის დამატებითი ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ.

„შეძლებს თუ არა და მოაწერს თუ არა ამას ხელს ზელენსკი, ეს არის ძალიან სათუო საკითხი, იმიტომ, რომ არ აპირებს 180 გრადუსით შემოტრიალდეს. ამიტომ უკვე ჰორიზონტზე გაჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, თუმცა ომიანობის დროს ეს კანონმდებლობით დაუშვებელია. ამიტომ, აქ არის ძალიან კომპლექსური საკითხი და ზუსტად ამაზეც იმსჯელებენ ევროპელი ლიდერები 14-15 დეკემბერს. სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური ინტრიგები და იარაღის გამომშვებთა მხრიდან უდიდესი შემოსავლების მიღება, უკრაინელი ხალხის სისხლისა და ნერვების ხარჯზე ხდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

trampi რამდენსაც უნდა დახმარებოდნენ უკრაინას,უკრაინა მაინც თავიდანვე განწირული იყო
უბრალოდ ,,დემოკრატიულ ამერიკას,, უნდოდა რომ სხვისი ხელით როგორმე რუსეთისთვის ევნო მაგრამ პირიქით გამოუვიდათ
რუსებს ეკონომიკაშიც წინსვლა აქვთ და ჯარზე კიდე ხოომ აღარააა ლაპარაკი...ამერიკელები თვითონვე აღიარებენ რუსეთის ჯარი დღეს მსოფლიოში პირველიაო....... იმათ რუსეთთან ომი ავღანეთი და ერაყთან ომი ეგონათ...ამერიკელი ნაიომნიკები რომლებმაც უკრაინიდან ცოცხლებმა გააღწიეს ამერიკულ ტელევიზიებში რუსის ჯარზე სასწაულებს ყვებიან..რუსებზე იძახიან ეგენი გიჟები არიანო ~
ჰოოოდა ამ ჩათლახ ,, მეგობრებს,, კიდე ჩვენი შეთხრა უნდოდათ ამ ომში.... თითქოს მაგათი წაქეზებით მომხდარი 2008 წელი არ გვეყო..
მოკლედ ძაან მინდა რომ ამერიკამ თავისი ჯარი ჩართოს ამ ომში და მერე რუსმა სახალხოდ ჩახადოს მაგ ჩათლახ ამერიკელებს
ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო
არადა ეს რუსებიც რომ ძალიან ძალიან მაბრაზებენ..... ხან ლამის ტელევიზორი მივასქიტიმო ხოლმე.
.ეს რუსები კიდე ტვინით დებილები არიან--მაგათ გინდ წინ მოუქაქე გინდ უკან მაინც ვერიგებენ, თორე მაგათ ადგილზე საქართველოს აქამდე შემოვირიგებდი ....
მოკლედ საწყალი კურდღლისა არ იყოს----- ეს ბუღალტერია რაღას შევიტენეთ....რუსი იყო იყო ეს ამერიკა რაღას დავიმატეთ?????
4 თვის უკან